დღე მეოთხე


       მეოთხე  დღე ჩვეულებისამებრ საშინაო დავალების შემოწმებით დავიწყეთ. შემდგომ გადავედით ახალ მასალაზე,რომლის მიზანიც გახლდათ გაგვეცნო როგორ უნდა გამოგვეყენებინა რუბრიკები და ჩეკლისტები პროექტზე მუშაობისას.
       ვიცით, რომ პროექტის შეფასება მასწავლებელს ეხმარება შექმნას 21-ე საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს, რომლის შეფასებებს სწავლების პროცესში განუყოფელ ნაწილად აქცევს, ხოლო მოსწავლეებს ეხმარება საკითხის სიღრმისეულად შესწავლაში.

        გავეცანით შეფასების სტრატეგიების 5 ძირითად კატეგორიას და მასზე დაყრდნობით შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც  მოვათავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში. 

Комментарии