ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში.ჩვენი ტრენერი ძალიან ყურდღებიანი და ენერგიული აღმოჩნდა. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში მან ბევრი საინტერესო საკითხი თუ ტექნოლოგია ძირფესვიანად შეგვასწავლა. შევისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ელექტრონული პორტფოლიოს კომპონენტებს, გავეცანით აგრეთვე თუ როგორ დაგვეხმარება კომპიუტერული ტექნოლოგიები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
პროექტებით სწავლების პერიოდში გავეცანით როგორ მოვამზადოთ და გამოვცეთ სტატია პროექტის შესაბამის თემაზე. პროექტის დაგეგმვისათვის ჩამოვაყალიბეთ სასწავლო ამოცანები, შევიმუშავეთ შესაბამისი სტანდარტი, მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, განვსაზღვრეთ დრო პროექტზე მუშაობისათვის. განვიხილეთ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა უკუკავშირი. შევისწავლეთ, რომ სტანდარტის შედეგების მისაღწევად საჭიროა იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნა. მოვახდინეთ მოსწავლის მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის ნიმუშის დემონსტრირება.
განვიხილეთ მოსწავლეთა ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე, ამ მოდულის შესწავლის დროს ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებზე. შევისწავლეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ პროექტის გეგმა სხვადასხვა დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
განვიხილეთ კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად. შევისწავლეთ როგორ მოვამზადოთ პროექტი წარსადგენად.
დიდი მადლობა, ბატონო დიმა, საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის.

Комментарии
Отправить комментарий